რეზონანსი
(02.12.2025)

სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა. დაღუპულები საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი არიან. ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც დაღუპული საბა ტუღუშის და სოციალურ ქსელში წერს, მის ძმას  პატარა შვილი და მეუღლე დარჩა.

„ჩემო თვალებციმციმა ძმაო, მაგდას და შენს პატარას გპირდები, მიგიხედავ. ისეთი გაიზრდება, გპირდები, როგორსაც ისურვებდი… ნეტა ხედავდე რა დღეში ვართ ჩემო ძმაო, ეს რა გვიქენი“, - წერს დაღუპული ბიჭის და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე