რეზონანსი
(02.12.2025)

30 ნო­ემ­ბერს, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე, სა­დაც ავა­რი­ას 2 ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ გა­უ­წყი­ნა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 25 წლის ბა­ი­კე­რი საბა ტუ­ღუ­ში. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მე­ო­რე ახალ­გაზ­რდა შაკო ბი­ჭაშ­ვი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, საბა ტუ­ღუ­ში ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. მისი მე­უღ­ლე, მაგ­და ზვი­ა­და­ძე ქორ­წი­ლის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ამის­თვის გა­დაგ­ვი­ღეს ამ­დე­ნი ფოტო ასე რომ და­მე­დოო?! ღმერ­თო, და­მიბ­რუ­ნე" - წერს მაგ­და ზვი­ა­და­ძე.

„შენი სითბო, კეთილშობილება და სიყვარული მარად დარჩება ჩემს გულში.

შენი არსებობა იყო ჩემი საყრდენი, ჩემი ძალა და ჩემი ცხოვრების სინათლე.

ვმადლობ ღმერთს იმ ყოველი დღისათვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე.

ვიმახსოვრებ შენს ღიმილს, სიტყვებს და ყველაფერს, რაც შენგეკუთვნოდა.

სიყვარულით — შენი მაგდა“, - წერს დაღუპულის მეუღლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე