რეზონანსი
(29.11.2025)

მომღერალი ირმა სოხაძე 70 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მომღერალი მიმართვას ავრცელებს:
„ჩემო მეგობრებო!.
თბილისში არ ვარ და პასუხი ცოტა დამიგვიანდა.
უკვე ორ საათზე მეტია, თქვენ კომენტარებზე ელემენტარული გულების ჩამოწერას ვერ აუვედი (ჩემი შვილების მოსალოც პოსტებში).
მოკლედ, უზომოდ გულაჩუყებული და აღელვებული ვარ ამდენი და ასეთი სითბოთი, ყურადღებით და სიყვარულით! სიმართლე გითხრათ, სულ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი საიუბილეო საღამო, დიდი კონცერტით… მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ, როცა ამის დრო, ხალისი და სიტუაცია იქნება.
ეს კი იქნება, აუცილებლად!
ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით!!!“, – დაწერა ირმა სოხაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


