რეზონანსი
(28.11.2025)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, ერმაკის გადადგომის შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები იგეგმება.

„რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლებმა ანდრეი ერმაკის სახლში დღეს დილით ჩხრეკა ჩაატარეს. ამასთან დაკავშირებით, ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, რომ ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე