რეზონანსი
(28.11.2025)

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს.

მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რომელიც 2017 წლი­დან "მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. ბერეკაშვილი ახლა "ქართული ოცნების" სიით პარლამენტის დეპუტატია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ამჯერად მაკა კვიციანი მეგობრებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს - ის და მისი მეუღლე მეოთხე შვილს ელოდებიან. ფოტოები დიზაინერმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა - ის ანუკი არეშიძის მიერ ორგანიზებულ წვეულებას ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე