
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ, 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, ხოლო რეალიზაციიდან მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ბრალდებულებს, მათ შორის ერთ-ერთს დაუსწრებლად, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



