რეზონანსი
(28.11.2025)

რაჭაში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. განახლდა ამბროლაური-ონის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის, 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი. დამონტაჟდა ახალი საყრდენები და თანამედროვე ტიპის სადენები.
"ენერგო-პრო ჯორჯიამ" პროექტისთვის 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
"პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება სახაზო არმატურა, სადენები, დაზიანებული საყრდენები. პროქტი დასასრულს მიუახლოვდა, რის შემდეგაც საგრძნობლად გაუმჯობესდება ამბროლაურისა და ონის რაიონის ელექტრომომარაგება" - განაცხადა მერაბ ხუჯაძემ, "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის მაღალი ძაბვის განყოფილების უფროსმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



