
ოდესის სიახლოვეს სავარაუდოდ რუსულმა დრონმა ამერიკული გაზით დატვირთული თურქული ტანკერი დაარტყა. რუსულ მხარეს ამ დრომდე განცხადება აქ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ერთი დღით ადრე საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც დაასრულა შეთანხმება ამერიკიდან თხევადი ბუნებრივი აირის უკრაინაში მიწოდებაზე.
იერიში ოდესის რეგიონში, რუმინეთის საზღვართან ახლოს, იზმაილის პორტში განხორციელდა. წინა დღით ზელენსკის საბერძნეთში ვიზიტისას დიდი კონტრაქტი გააფორმა, რის თანახმადაც აშშ-ის ბუნებრივი აირი გაიგზავნება საბერძნეთში, სადაც გადამუშავდება, და შემდეგ წავა ბულგარეთის, რუმინეთის და მოლდოვის გავლით უკრაინაში. მიწოდება წესით იანვრიდან უნდა დაიწყოს.
თურქეთის განცხადებით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა 16 წევრი ევაკუირებულია და არავინ დაშავებულა. რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ტანკერთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ რუსული დრონები ღამით ოდესის ოლქს თავს დაესხნენ და რამდენიმე ქალაქში ენერგეტიკული და პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
კიპერის თქმით, თავდასხმამ რამდენიმე ხანძარი გამოიწვია და დაუზუსტებელი რაოდენობის სამოქალაქო გემი დააზიანა, ასევე დასძინა, რომ ერთი ადამიანი დაშავდა.
რუმინეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით საზღვრის რუმინულ მხარეს მდებარე იზმაილთან ახლოს მდებარე ორი სოფლიდან ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია ბრძანა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



