რეზონანსი
(16.11.2025)

უკრაინის პრეზიდენტი საბერძნეთში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტანტინოს ტასულასს შეხვდა.

ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორის მიმართულებით.

"გვიახლოვდება რთული ზამთარი უკრაინისთვის. უკრაინის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. დარტყმები ყოველდღიურია, როგორც დრონებით, ასევე რაკეტებით, ამიტომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობას გიხდით ენერგეტიკულ სექტორში გაწეული მხარდაჭერისთვის", – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე