მარიამ ვეკუა
(12.11.2025)

ნისლში გახვეული პოკროვსკისკენ რუსი ჯარისკაცები მოტოციკლებით მიემართებიან -ქალაქისთვის, რომელსაც მოსკოვი „დონეცკის კარიბჭეს" უწოდებს, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეტაკება მიმდინარეობს. უკრაინული მხარე აღიარებს, რომ ვითარება დრამატულია, აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა გაუარესდა ზაპოროჟიეს ოლქშიც, რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტიდან და რას ამბობენ რუსული და უკრაინული მხარეები.

უკრაინული მხარე აღიარებს, რომ ფრონტზე ვითარება მწვავდება. რუსეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ძალები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში, პოკროვსკსა და კუპიანსკში, უფრო ღრმად შევიდნენ.

რუსეთი პოკროვსკს ერთ წელზე მეტია ემუქრება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოკროვსკის გარშემო არსებული სიტუაცია რთულად შეაფასა, ხოლო მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ, აღიარა, რომ მისი არმიის პოზიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონის ზოგიერთ ნაწილში „მნიშვნელოვნად გაუარესდა".

რუსმა სამხედრო ბლოგერებმა სამშაბათს გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ შედიან რუსული ძალები პოკროვსკში ნისლში გახვეული გზით.

ტელეგრამის პოსტში ზელენსკიმ, რომელიც სამხრეთ ხერსონის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილებს სტუმრობდა, პოკროვსკში არსებული ვითარება აღწერა, როგორც „რთული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამინდის პირობები თავდასხმებს უწყობს ხელს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპანტების განადგურებას".

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თავდასხმებს ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში თავდასხმებს აძლიერებს.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, პოკროვსკში ამჟამად დაახლოებით 300 რუსი ჯარისკაცი იმყოფება და მოსკოვმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გააძლიერა ძალისხმევა, რათა მეტი ჯარი შეიყვანოს.

„მიმდინარეობს დამქანცველი ბრძლები"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სირსკიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები ნისლიან პირობებსზაპოროჟიეში პოზიციბის დასაკავებლად იყენებენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით. რთულ პირობებში, როდესაც მტერი დომინირებს, ჩვენი ქვედანაყოფები იგერიებენ თავდასხმებს უმეტესი მიმართულებით და აგრძელებენ ძებნა-დარტყმის ოპერაციებს გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით კუპიანსკის და სევერსკის რაიონებში.

მტერი ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. დღეს ბრძოლების დაახლოებით 40 პროცენტი იქ მიმდინარეობდა. მტერი მუდმივად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს იქ", - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა გაზარდა თავისი აქტივობა ზაპოროჟიეს ოლქში, გარდა ამისა, აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ჰულიაიპოლეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ორი სოფლისთვის „დამქანცველ ბრძოლებს" აწარმოებდნენ.

„სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ოლექსანდრივსკის და ჰულიაიპოლიეს მიმართულებით, სადაც მტერმა, ძალებისა და აღჭურვილობის რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით, სასტიკი ბრძოლებით წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო", - განაცხადა სირსკიმ.

რა ხდება ფრონტზე

მოსკოვი ამ დღეების განმავლობაში აცხადებდა, რომ პოკროვსკი ალყაშია მოქცეული, კიევი კი უარყოფდა, რომ მოსკოვი ქალაქს აკონტროლებდა.

ორივე მხარის ღია წყაროებიდან მოპოვებული საბრძოლო ველის რუკები აჩვენებს, რომ რუსეთმა ქალაქის გარშემო მასშტაბური ოპერაცია განახორციელა, საპასუხოდ კი კიევმა კონტრშეტევა დობროპოლიის ქალაქის გარშემო განახორციელა.

რუსული მხარის თქმით, მისმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი აიღეს. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ნოვოუსპენივსკეს დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს , უკრაინამ რამდენიმე სოფლიდან, მათ შორის ნოვოუსპენივსკედან, უკან დაიხია, რადგან დღეში მათ წინააღმდეგ 400-ზე მეტ საარტილერიო დარტყმა ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო RBC-Ukraine-ს სამხედრო წარმომადგენლის სტატიაშია ნათქვამი.

რუსეთის სამხედროები აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი უკრაინის ტერიტორიის 19%-ზე მეტს, ანუ დაახლოებით 116,000 კვადრატულ კილომეტრს (44,800 კვადრატული მილი) აკონტროლებენ.

უკრაინის რუკები, რომლებიც ფრონტის ხაზის ცვლილებებს ასახავს, ​​აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.1%-ს აკონტროლებს, რაც თითქმის სამი წლის წინანდელ 18%-თან შედარებით მეტია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე