რეზონანსი
(04.11.2025)

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.

საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე