მარიამ ვეკუა
(03.11.2025)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავაც თავს იკავებს, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის" რაკეტები გადასცეს, მიუხედავად ამისა , კიევი რაკეტებს ისევ ითხოვს, თუმცა, ტრამპი ამტკიცებს, რომ მას ომის ესკალაცია არ სურს. მისი ბოლო განცხადებები ცხადყოფს, რომ თეთრი სახლის პოზიცია გაურკვეველი რჩება, მაშინ როცა მოსკოვი ფრონტზე შეტევას აგრძელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის არ განიხილავს შეთანხმებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მიიღოს შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტები, რათა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ტრამპი მშვიდად უყურებს, ნატოს წევრ ქვეყნებზე შეერთებული შტატების მიერ „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმას. ტრამპის ბოლო კომენტარები ჟურნალისტებთან Air Force One-ის ბორტზე მიუთითებს, რომ ის კვლავ ყოყმანობს.-წერს როიტერსი.

„არა, სინამდვილეში არა", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ,როცა ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა რაკეტების გაყიდვის გარიგებას. თუმცა, მან დასძინა, რომ შესაძლოა გადაეფიქრებინა.

მანამდე პენტაგონმა მიანიშნა, რომ მას საკმარისი „ტომაჰავკის" მარაგი აქვს, თუ თეთრი სახლი უკრაინისთვის ამ რაკეტის გადაცემას მწვანე შუქს აუნთებს.

აქვე, „ტომაჰავკი" არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა, რომელსაც შეუძლია 1600-დან 2500 კილომეტრამდე (1000-1600 მილი) მანძილზე სამიზნეების განადგურება, თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, კიევისთვის იარაღის მიწოდება „ესკალაციის თვისებრივად ახალ ეტაპს" წარმოადგენს.

ექსპერტების თქმით, თუ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინის ხელში აღმოჩნდება, ეს მათ საშუალებას მისცემს, რუსეთის სიღრმეში შეიჭრან და პუტინზე ზეწოლა გაზარდონ , რაც კიევს სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო ძლიერ ბერკეტს მისცემს.

რეპორტიორებმა ტრამპს ჰკითხეს, თუ რა იქნებოდა „ბოლო წვეთი", რომელიც ტრამპს დაუმტკიცებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებისთვის მზად არ არის.

„ბოლო წვეთი არ არსებობს. ზოგჯერ უნდა მისცე ბრძოლის უფლება, ეს პუტინისთვის რთული ომი იყო, მან ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, შესაძლოა, მილიონობით. ეს რთული იყო უკრაინისთვის, ორივესთვის რთული. ზოგჯერ უნდა მისცე ბრძოლის უფლება", - თქვა მან.

ტრამპს ასევე ჰკითხეს გაყინული რუსული აქტივების შესახებ და იმაზეც , გამოიყენებდა თუ არა მათ, როგორც ბერკეტს. „ევროპა და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მე ამ დისკუსიებში არ ვარ ჩართული", - უპასუხა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ „ტომაჰავკის" შესაძლო გადაცემის იდეის შესახებ 22 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვედრისას გააჟღერს, რუტემ პარასკევს განაცხადა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

ტრამპმა საჯაროდ განიხილა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების იდეა და თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ კიევის არსენალს „ტომაჰავკები" დაამატოს.

„მათთან თამაში არ შეიძლება"

თუმცა, კვირას ტრამპმა, პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს „ჭკვიან" და „ძალიან ძლიერ ლიდერებად" მოიხსენია, რომლებთანაც „თამაში არ შეიძლება", ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშშ-სთან საქმიანი ურთიერთობა და „რუსეთისთვის დიდი ფულის შოვნა" სურს.

ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ბირთვული ტესტების შესახებ მის ბოლოდროინდელ განცხადებაზე და თქვა, რომ ეს იყო პასუხი მოსკოვის მიერ გამოცხადებულ მსგავს წვრთნებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ატარებს ტესტირებას" და ისევე, როგორც ჩინეთი.

„მე არ მინდა ვიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს ტესტირებას".

ტრამპმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან პენტაგონს დაავალა ბირთვული იარაღის ტესტირება განაახლოს 1992 წლის შემდეგ პირველად, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გამოაცხადა ახლად შემუშავებული ბირთვული ძრავიანი რაკეტა „ბურევესტნიკის" ტესტირების შესახებ.

რუსეთი დარტყმებს აგრძელებს

მიმდინარე პროცესების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე იერიშს აგრძელებს.

რუსეთი აცხადებს, რომ მისი ძალები პოკროვსკში წინ მიიწევენ და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს უტევენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში წინ წაიწიეს და ღამით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ მისი ძალები ანადგურებდნენ, მათივე თქმით, ალყაში მოქცეულ უკრაინულ ფორმირებებს პოკროვსკის რკინიგზის სადგურთან , სამრეწველო ზონასთან და ქალაქის პრიგოროდნის რაიონშიცშევიდნენ.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განხორციელებული დარტყმები მიმართული იყო უკრაინის სამხედრო აეროდრომის, სამხედრო ტექნიკის შეკეთების ბაზის და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების, ასევე გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმართ.

ჯერჯერობით , უკრაინულ მხარეს განცხადებები არ გაუკეთებია.

.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე