ნატალია ჯვარიძე
(03.11.2025)

გაერთიანებული სამეფომ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალი პარტია მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრეს.

Bloomberg-ის ცნობით, რაკეტების მიწოდება განხორციელდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ზამთრის თვეებისთვის მარაგით იყოს აღჭურვილი. Bloomberg-ის წყაროების განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია, რომ ზამთარში კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გააძლიერებს. Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტების კონკრეტული რაოდენობა არ გახმაურებულა.

„იმ ფონზე, როცა რუსეთი სულ უფრო მეტად იბრძვის სანქციების სიმძიმის ქვეშ, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ცდილობენ ვლადიმერ პუტინს აჩვენონ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გადააჭარბებს რუსეთის ეკონომიკის უნარს, გააგრძელოს საომარი მოქმედებების მხარდაჭერა", - აღნიშნულია Bloomberg-ის ინფორმაციაში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „შტორმ შედოუების" მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთში პანიკაა დაწყებულია. „ტომაჰავკების" მერე „შტორმ შედოუს ტიპის იარაღი მეორეა, რომელიც ზუსტია. ის არის ბალისტიკური ტიპის სარაკეტო კომპლექსი, საკმაოდ ეფექტური. ამის გამო რუსებს უკვე პანიკა აქვთ.

„შტორმ შედოუს" დახმარებით უკრანამ შეძლო სერიოზული ზარალის მიყენება რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე. ამას პლუს ბრიტანული საზღვაო დრონებიც იყო გამოყენებული. შავი ზღვის ფლოტი ფაქტობრივად დაუცველია და ვერ ფუნქციონირებს. ეს ამ სარაკეტო კომპლექსების დამსახურებაა.

მეორეც ერთი, რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკული შიმშილი დაიწყო და შესაბამისად, გარკვეული მაქინაციები, რაც სოციუმის სერიოზულ მღელვარებას იწვევს. ასევე მოხდა ბენზინის ფალსიცირება. ეს იმიტომ, რომ ბენზინგასამართი და გადამამუშავებელი ქარხნები მწყობრიდანაა გამოსული",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე