რეზონანსი
(18.10.2025)
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გიორგი შარაბიძეს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
„ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა... დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა - შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა... უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს“, - განაცხადა წყარომ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე