რეზონანსი
(18.10.2025)

სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ფული ამოიღესო... არ თქმულა რამდენი, არ თქმულა ვისი სახლიდან და არ თქმულა რა ფული...

ირაკლი ღარიბაშვილი წლები მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე პოლიტიკაში მოსვლამდეც, შემდეგ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და არაერთგზის პრემიერ-მინისტრი. სახლში "ქეში” რომ ედებოდა რა არის ამაში უცნაური?

თქვენს დაწინაურებულ მაღალჩინოსნებს „ქეში” ლეიბის ქვეშ ან მუთაქაში აქვთ, არა ბოდიში მაგიდაზე უდევთ საკუთარ სახლს რომ არ გაჩხრეკთ და…

პ.ს. რაღაც არარსებულ ციფრებს ნუ იგონებთ, არ თქმულა რამდენი და ვისი სახლიდან არის ამოღებული", - დაწერა გამრეკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე