"პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ზელენსკისთან შეხვედრისას, განაცხადა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტსაც სურს.
"ჩვენ ბევრი დეტალი განვიხილეთ. პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს. ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს," - განაცხადა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ყველა მხარე უნდა დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ისაუბროს. მისი თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ ომის დასასრულებლად პუტინზე "ზეწოლაა" საჭირო. ის დასძენს, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ ფორმატში ისაუბროს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე