რეზონანსი
(17.10.2025)

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ელექტრომოწყობილობები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ სიძეს ვერ უკავშირდება. ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფება ყოფილი პრემიერი.

„არ არის დაკავებული, თბილისშია... ირაკლი არის თბილისში, საკუთარ სახლშია... ბატონი ირაკლი დაცულია, ძალიან კარგად არის... არ არის ეს თქვენი საქმე, ყველაფერს გაიგებთ. გიპასუხებენ შესაბამის უწყებაში ყველაფერს" - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილის პირადმა დაცვამ მედიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე