რეზონანსი
(16.10.2025)

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე 5000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით საქართველოში ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ელინა ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე