გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინის პოლიციამ 15 წლის მოზარდი შვიდი დღის ინტერვალით ორჯერ დააკავა.
"ახალგაზრდა, რომელიც საქართველოდან არის, გერმანიის დედაქალაქში ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც ჯერ ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მალევე ადამიანთა გატაცების საქმეშიც ნახა მისი კვალი. პოლიციამ პირველად ქურდობის შემთხვევა 3 ოქტომბერს აღკვეთა მას მერე, რაც ბერლინში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომობილ Volkswagen Polo-ში უამრავი ნაქურდალი ნივთი იპოვეს, მათ შორის: ხელჩანთები, საფულეები, სამკაულები და ა.შ.", - წერს ერთ-ერთი გერმანული გამოცემა.
"ბილდის" ცნობით, მანქანას მოზარდი მართავდა, მასთან ერთად იყო ზრდასრული მამაკაციც, რომელიღაც გაქცევა სცადა. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს ნივთები სხვადასხვა დროს არის მოპარული. მოზარდი არასრულწლოვანთა დახმარების სამსახურს გადაეცა. ის მალევე გაათავისუფლეს.
მალევე იმავე მოზარდთან დაკავშირებით, ახალი საქმის დეტალები გასაჯაროვდა - ამჯერად ის ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციას, რომელიც მოზარდის კანონიერი მეურვეების სანახავად ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში მივიდა, ადგილზე 3 პირი დახვდა: სავარაუდო დამნაშავე 45 წლის კაცი და 2 სავარაუდო მსხვერპლი, რომლებიც მოლდოვიდან იყვნენ და აცხადებდნენ, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებული. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა. გამოძიება ამჯერად 15 წლის ბიჭისა და 45 წლის კაცის წინააღმდეგ მიმდინარეობს. პოლიციამ მსხვერპლები გაათავისუფლა და მოზარდი 45 წლის თანამზრახველთან ერთად დააკავა. ამჯერად ბრალდება "გამორჩენის მიზნით ადამიანთა გატაცებას“ შეეხება.
პოლიციამ ახალგაზრდა დამნაშავე დაუყოვნებლივ გადაიყვანა იზოლატორში. ბერლინის პოლიციის ცნობით, გამოძიება კვლავ გრძელდება.
გერმანელი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მის უკან გარკვეული კრიმინალური ქსელი დგას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე