რეზონანსი
(16.10.2025)

გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერ­ლი­ნის პო­ლი­ცი­ამ 15 წლის მო­ზარ­დი შვი­დი დღის ინ­ტერ­ვა­ლით ორ­ჯერ და­ა­კა­ვა.

"ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან არის, გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას მერე მო­ექ­ცა, რაც ჯერ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ხოლო მა­ლე­ვე ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­შიც ნახა მისი კვა­ლი. პო­ლი­ცი­ამ პირ­ვე­ლად ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვა 3 ოქ­ტომ­ბერს აღ­კვე­თა მას მერე, რაც ბერ­ლინ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე ავ­ტო­მო­ბილ Volkswagen Polo-ში უამ­რა­ვი ნა­ქურ­და­ლი ნივ­თი იპო­ვეს, მათ შო­რის: ხელ­ჩან­თე­ბი, სა­ფუ­ლე­ე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და ა.შ.", - წერს ერთ-ერთი გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

"ბილ­დის" ცნო­ბით, მან­ქა­ნას მო­ზარ­დი მარ­თავ­და, მას­თან ერ­თად იყო ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ციც, რო­მე­ლი­ღაც გაქ­ცე­ვა სცა­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს ნივ­თე­ბი სხვა­დას­ხვა დროს არის მო­პა­რუ­ლი. მო­ზარ­დი არას­რულ­წლო­ვან­თა დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს გა­და­ე­ცა. ის მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მა­ლე­ვე იმა­ვე მო­ზარ­დთან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და - ამ­ჯე­რად ის ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც მო­ზარ­დის კა­ნო­ნი­ე­რი მე­ურ­ვე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მი­ვი­და, ად­გილ­ზე 3 პირი დახ­ვდა: სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე 45 წლის კაცი და 2 სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი, რომ­ლე­ბიც მოლ­დო­ვი­დან იყ­ვნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთ-ერთს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ჯე­რად 15 წლის ბი­ჭი­სა და 45 წლის კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცი­ამ მსხვერ­პლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მო­ზარ­დი 45 წლის თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად და­ა­კა­ვა. ამ­ჯე­რად ბრალ­დე­ბა "გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბას“ შე­ე­ხე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდა დამ­ნა­შა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნა იზო­ლა­ტორ­ში. ბერ­ლი­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა.

გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მის უკან გარ­კვე­უ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ქსე­ლი დგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე