რეზონანსი
(14.10.2025)
დონალდ ტრამპმა დაიწუნა ჟურნალ Time-ის გარეკანზე თავისი ფოტო, რომელიც გამოცემამ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გამოაქვეყნა.
სტატიას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ეძღვნებოდა, ეწოდება „როგორ დადო ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.
„დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში, ღაზაში მყოფი ცოცხალი ისრაელელი მძევლები პალესტინელ პატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს. ეს გარიგება შესაძლოა ტრამპის მეორე ვადის საკვანძო მიღწევა გახდეს და ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული შემობრუნების დასაწყისს მოასწავებდეს“, - წერს Time.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე