რეზონანსი
(14.10.2025)

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინფორმაციას, თით­ქოს N5 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ევა შა­ში­აშ­ვი­ლი არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში იმყოფება.

რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, „ბრალ­დე­ბულ ევა შა­ში­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სა­კან­ში არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საშ­ხა­პე, ბრალ­დე­ბულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს 24-სა­ა­თი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, ხოლო უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად არ აქვს ქამ­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა“.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკს, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია სა­უ­ბა­რი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ის ევა შა­ში­აშ­ვილს სა­კან­ში სა­ერ­თოდ არ აქვს.

მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი ევა შა­ში­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, მას არ აქვს ფეხ­საც­მე­ლი, შარ­ვლის სარ­ტყე­ლად კი იყე­ნებს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკს და არ ეძ­ლე­ვა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, თუ ბრალ­დე­ბულს/მსჯავ­რდე­ბულს არ აქვს პი­რა­დი ტან­საც­მე­ლი/ფეხ­საც­მე­ლი ან/და ჰი­გი­ე­ნის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა პი­რა­დი ნივ­თი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მას სე­ზო­ნის შე­სა­ფე­რი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტან­საც­მლით/ფეხ­საც­მლით ან/და ჰი­გი­ე­ნის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა პი­რა­დი ნივ­თით, რომ­ლის ფორ­მა არ უნდა ლა­ხავ­დეს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას.

N5 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსგავ­სად, თი­თო­ე­უ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია შხა­პის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით.

ბრალ­დე­ბულ ევა შა­ში­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სა­კან­ში არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საშ­ხა­პე, მას, მისი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­უ­ზღუ­და­ვად მი­ი­ღოს შხა­პი, ბრალ­დე­ბულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს 24-სა­ა­თი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად არ აქვს ქამ­რით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, ხოლო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია სა­უ­ბა­რი, ევა შა­ში­აშ­ვილს სა­კან­ში სა­ერ­თოდ არ აქვს.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრალ­დე­ბულს ტან­საც­მლის ან/და ფეხ­საც­მლის მი­წო­დე­ბის მო­თხოვ­ნით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა სა­ჭი­როდ მიჩ­ნე­უ­ლი მის­თვის და­მა­ტე­ბით ტან­საც­მლის ან ფეხ­საც­მლის შე­თა­ვა­ზე­ბა,ბრალ­დე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ამა­ნა­თის სა­ხით შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ი­ღოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ნე­ბა­დარ­თუ­ლი, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ბრალ­დე­ბულ ევა შა­ში­აშ­ვი­ლის ან მის მიერ სა­ა­მი­სოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის შე­დე­გად არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის და­არ­ქი­ვე­ბა­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

ბრალ­დე­ბუ­ლი ევა შა­ში­აშ­ვი­ლი N5 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მას და­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს სე­ზო­ნის შე­სა­ფე­რი­სი ტან­საც­მლით/ფეხ­საც­მლით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და­მა­ტე­ბით კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი პირი იმ­ყო­ფე­ბა ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და არ არის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის რა­ი­მე სა­ხით შემ­ლახ­ვე­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უმ­კაც­რე­სად მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი მსგავ­სი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე