რეზონანსი
(14.10.2025)

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 5 ბავ­შვის მშობ­ლე­ბი - ქრის­ტი და ვი­ტა­ლი, და­შორ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც ზან­და ზო­ი­ძე ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტრა­გე­დი­ა­ზე და მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირს.

“რო­დე­საც პა­ტა­რე­ბის ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან დიდ შოკ­ში ვი­ყა­ვი. ვტი­რო­დი, ხმე­ბი მეს­მო­და, მაგ­რამ წამ­ლე­ბით ვი­ყა­ვი გაბ­რუ­ე­ბუ­ლი. ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მი­ჭირ­და ხმის ამო­ღე­ბა... ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის მათ ად­გი­ლას ყოფ­ნა,“ - ამ­ბობს ქრის­ტი.

“მე­გო­ნა, რომ ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­დავ­ლა­ხავ­დი ამ დიდ ტკი­ვილს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ბავ­შვე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე ახალ ან­გე­ლოზ­ზე ფიქ­რი, რომ ჩემს შვი­ლებს გა­ა­ცო­ცხლებ­და ის პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი. მერე რომ ვი­ფიქ­რე, არც ერთი შვი­ლი და არც ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­მი­ცო­ცხლებს იმ ტკი­ვილს, რა­საც გუ­ლით ვა­ტა­რებ ჩემი პა­ტა­რე­ბის სა­ხით. ძა­ლი­ან მი­ჭირს, მარ­თლა არ შე­მიძ­ლია ბავ­შვე­ბის გა­რე­შე. ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის ბავ­შვე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, ძა­ლი­ან ძნე­ლი...

ჩვენ მოგ­ვი­ვი­და ჩხუ­ბი როცა პა­ტა­რე­ბი გვყავ­და და ისე ვი­ჩხუ­ბეთ, რომ გა­შო­რე­ბა გვქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. მერე ისეთ დღე­ში იყო, რომ გა­და­ვი­ფიქ­რე, თო­რემ მინ­დო­და ბავ­შვე­ბის დე­და­ჩემ­თან წაყ­ვა­ნა. მე რომ ჩემი ან­გე­ლო­ზე­ბი დე­და­ჩემ­თან წა­მეყ­ვა­ნა, ახ­ლაც ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. ძა­ლიაn გა­მი­ჭირ­და ამა­ზე ფიქ­რი, მაგ­რამ როცა ვი­ჩხუ­ბეთ, მარ­ტო იმას ვფიქ­რობ­დი რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვი დე­და­ჩემ­თან.

ახლა, ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლის შემ­დეგ, არ მე­გო­ნა ისევ ასე თუ მეტ­კი­ნე­ბო­და გული და გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე­უღ­ლეს­თან და­ვას­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ორი ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა ერ­თად, მაგ­რამ ვიცი, რომ ჩემს შვი­ლებს არ გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ მე რომ ცუ­დად ვიყო,“ - აცხა­დებს ის.

რო­გორც ქრის­ტი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში აღ­ნიშ­ნავს, გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხას გა­დას­ცემს სხვა მშობ­ლებს.

“მინ­და, რომ ჩემი პა­ტა­რე­ბის სა­ხით ან­გე­ლო­ზი და­ი­ბა­დოს და თან­ხა გა­დავ­ცე იმ მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ,“ - ამ­ბობს ქრის­ტი.

ტრა­გე­დია სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს მოხ­და. სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ბე­ბი­ას­თან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან სა­ა­ხალ­წლოდ სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ბი­ამ გა­სათ­ბო­ბად ღუ­მე­ლის ან­თე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა დრო­საც ნავ­თი ბენ­ზინ­ში აე­რია და აღ­ნიშ­ნულ­მა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე