მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესი იცვლება. ამ მიზნით ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის მიხედვით, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნება, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატს, ასევე იმ კანდიდატს, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის ხელშეწყობა და პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე