რეზონანსი
(13.10.2025)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ პარასკევს, 17 ოქტომბერს ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, ჩავიდე ვაშინგტონში და პარასკევს შეხვედრა გავმართო პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, მე დაგეგმილი მაქვს სხვა შეხვედრებიც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ზოგ სამხედრო კომპანიასთან, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია. არ გავასაჯაროებ დეტალებს ამის შესახებ, ასევე ალბათ იქნება შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის ლიდერმა თქვა, ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე დარტყმებისთვის უკრაინის შესაძლებლობებია, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე