რეზონანსი
(13.10.2025)

ტელეკომპანია "იმედის" მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა.

"ტელეიმედთან" ერთად, მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - "მაესტროსა" და "ჯიდიესის" შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე