რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა. 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს ქოცების მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, „სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება“.
„რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია, ან ორივე ერთად რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ „ადგილობრივ არჩევნებში“ მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.
რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.
ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია“, – წერს სააკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე