რეზონანსი
(13.10.2025)
13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
თბილისში ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა კვირის მანძილზე 11-დან 21 გრადუსამდე დაფიქსირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე