რეზონანსი
(13.10.2025)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18 545.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 5 151.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გაიზარდა 7.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 393.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც 9.7 პროცენტით გაიზარდა.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 8 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4 პროცენტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე