რეზონანსი
(12.10.2025)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია", - წერს შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილის პოსტს აზიარებს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს: „ტოპტვინები აშკარად შენელდნენ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე