რეზონანსი
(12.10.2025)

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სატელეფონო საუბრისას, უკრაინისთვის "ტომოჰავკის" ტიპის რაკეტების გადაცემა განიხილეს, ინფორმაციას "აქსიოსი"ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, კოლეგებს შორის დიალოგი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა, თუმცა კიევისთვის შორ რადიუსზე მოქმედი იარაღის გადაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს ამ დრომდე არ მიუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე