რეზონანსი
(12.10.2025)
ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. შვილის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
"შარშან ამ დღეს შო გაფრინდა; გაფრინდა მარადისობაში!
ისე იცხოვრა ეს ცოტა ხანი აქ რომ ზუსტადაც მარადისობაში! ამდენი სიყვარული აფრქვია; ამდენი სიხარული აზიარა - "მე სადაც ვარ, იქ მოწყენა არ იქნება" - მისია ჰქონდა თავისთვის.
ყველგან გეძებ მა, ხალხში, ჰაერში, ცაში, ძილში თუ ცხადში.ყველგან შენ ხარ მა! უბრალოდ, ერთი რამე მაკლია: "რაუახარ მამსონ შოთაევიჩ"! მე სულ შენთან ვარ ჩემო შოსკი!" - წერს ბუკა პეტრიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე