რეზონანსი
(11.10.2025)

ეკონომისტი ირაკლი ლატარია, პროფესორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ათეულობით პოლიციელის თანხლებით დაკავებას ეხმაურება და წერს:

– ექიმს, რომელსაც კაბინეტში დაკიდებული აქვს საქართველოში ყველაზე მძიმე დამნაშავის ფოტოები, იმასთან რატომ უნდა მიიყვანო ბავშვი?

– აშკარაა, ამ არსებას აქვს მენტალური/ფსიქოლოგიური პრობლემები.

– წარმოგიდგენიათ, გერმანიაში რომ შეხვიდე ექიმთან და იმის ნაცვლად, მიკი მაუსი, ტომი და ჯერი, პრინცესა ელზა, „სუპერ მენი”, „ბეტ მენი” და ა.შ. ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები დაახვედროს – ჰიტლერისა და გებელსის ფოტოები ეკიდოს?“ -  წერს ირაკლი ლატარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე