რეზონანსი
(10.10.2025)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

კითხვაზე, რა საერთო აქვს მას „სამალავების საქმესთან“ დაკავშირებით, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა: „არანაირი საერთო არ მაქვს. არ მჯერა მაგ სამალავების“.

„მაინტერესებს რას მკითხავენ, ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ დაბარებას. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული“,-აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე