ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეხმაურება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, აქტივისტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკავებებს და წერს:
„მოდით და ჩემი 10 წლის თემო დააკავეთ! გიჟდება აქციებზე და იქ ვინც დგას, ყველა უყვარს.. გრძნობს რომ იქ საუკეთესო მოქალაქეები იკრიბებიან ამა ქვეყნისა.. ჯერ ბოლომდე არ იცის და ვერ აცნობიერებს ეს რისთვის ხდება, მაგრამ გრძნობს რომ იქ სიკეთეა, სიყვარული, სამართლიანობისთვის ბრძოლა და პროტესტი ჩაგვრის წინააღმდეგ! ბევრი კითხვა აქვს და გულშემატკივრობს დროშებიდან გულანთებულ მოქალაქეებს.. პატარა თემო რომელიც გასართობ ცენტრსა და ატრაქციონებს შორის არჩევანს აქციაზე აკეთებს" - წერს ჩიჩუა.
„მშვიდობიანი დამხობისა“ და პრეზიდენტის სასახლის შეჭრასთან დაკავშირებით დღეისათვის ჯამში იერიშის 45 მონაწილეა დაკავებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე