რეზონანსი
(10.10.2025)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში. როგორც ადგილობრივი მედია 24 news.ge იუწყება, ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, აჰლიმან გაჰრამანოვის ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე