რეზონანსი
(09.10.2025)

პო­ლი­ცი­ამ ექი­მი, აკა­დე­მი­კო­სი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. მა­ნამ­დე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის სახ­ლში, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბა უკავ­ში­რებ­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ექი­მის, სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცია იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. მათ შორისა გიორგი ჩახუნაშვილიც.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.  

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე