"მეწარმეები ფიზიკურად ვეღარ ვწდებიან ამდენ გადასახადს და ზოგოერთი წარმოებასაც კი აუქმებს"
გვანცა წულაია
(09.10.2025)

სუპერმარკეტებში პროდუქციის მოსახვედრად სხვადასხვა სახის გადასახადი მოქმედებს, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოებისთვის. მრავალგვარი და მაღალი გდასახადების გამო მეწარმეების ნაწილს საკუთარი პროდუქციის მაღაზიებში განთავსება არ უღირთ, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, გადასახადებს საკვების ფასში სახავს. ამიტომაცაა, რომ დახლებზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქციაა წარმოდგენილი. 

მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის დროს გადაულახავ პრობლემებს აწყდებიან. ეს ყველაზე უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს ზღუდავს. გადასახადები მოიცავს სავაჭრო ქსელში შესვლის ღირებულებას, რეტრობონუსს, ე.წ. ქეშბექს და ა.შ. გადასახადი არსებობს ასევე დახლებთან მიმართებაშიც. თუ მწარმოებლეს პროდუქციის მეტად გამოსაჩენს ადგილას განთავსება სურს, აქ სხვა, უფრო მეტი, გადასახადია დაწესებული. თანაც, გარდა იმისა, რომ არსებობს გადასახადი, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი მუდმივად მზარდია, ამიტომ ამ პროლმებაზე თავად მეწამეებიც საუბრობენ და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ. 

როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ბაზრის ბოლო შუალედური ანგარიშის შედეგებიდან ირკვევა, რომ გაზრდილია არაპირდაპირი გადასახადების ტვირთი, რომელიც ქსელში შესვლას უკავშირდება.

"კონსულტაციები გვაქვს უწყვეტ რეჟიმში, როგორც რითეილებთან, ასევე დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან. ამ ეტაპზე, ჩვენი სამუშაო პროცესი შემოიფარგლება შუალედური ანგარიშების მომზადებით. ბოლო ანგარიშის მიხედვითაც, ბაზარზე არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტები. სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 32-35%-ის ფარგლებში, ხუთი ყველაზე მსხვილის წილი არის დაახლოებით 45-47%-ის ფარგლებში და 10-ის წილი არის დაახლოებით, მთლიანი ბაზრის 60%-მდე ფარგლებში, ანუ ეს ნიშნავს, რომ დომინანტი არა გვყავს, ამიტომ რაიმე ტიპის ქმედება ამ მიმართულებით და ამ ხაზით ჩვენს მიერ წარმოებული ვერ იქნება. 

თუმცა, ჩვენ ერთ რამეს ვადასტურებთ. ბოლო წლების დინამიკას თუ შევხედავთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტვირთი არაპირდაპირი გადასახადების, რომელიც უკავშირდება ქსელში შესვლას და პირობითად ის შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგებულიც კი არის, რაც შეიძლება ითქვას, რომ რიგი პროდუქტების ფასებზე ზეწოლას ახდენს", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. 

პრობლემაზე ისაუბრა მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა და აღნიშნა, რომ ცუდ შემთხვევებთან ერთად, არის ურთიერთშეთანხმების ძალიან კარგი მაგალითები, რითაც ხელი ეწყობა ადგილბრივი წარმოების ქსელურ მარკეტებში რეალიზაციას.  

"ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ არსებობს კონკრეტული ქსელები ვისთანაც შეთანხმება მიღწევა მიღწეული. ყველა ქსელზე ერთი და იგივე კონტექსტში რომ ვისაუბრო, არაკორექტული იქნება, რადგან რამდენიმე მათგანთან საკმაოდ კარგ ურთიერთშეთანხებას მივაღწიეთ და კარგადაც ვთანამშრობლობთ. 

მაგალითად, ბათუმში, სამი ადგილობრივი ქსელია, ვისთანაც ძალიან კარგ და წარმატებულ ურთიერთშენხმებას მივაღწიეთ და ადგილობრივი მეწარმეების რამდენიმე კომპანია შეთანხების ბოლოში ეტაპზე გავიდა. ერთმა ადგილობრივმა კომპანია უკვე დაიწყო პროდუქციის შეტანა სამ ქსელში და დანარჩენებიც მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან. 

უკვე რამდენიმე წელიწადია "უნივერსამის” ქსელთან, რომელსაც მთელ საქართველოში აქვს ჰიპემარკეტები, ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ და რამდენიმე კომპანია შევიდა მათ ქსელში ჩვენი ხელშეწყობით. ბათუმი ვახსენე და შემიძლია დავასახელო "ნაზილბეს” ქსელი, ადგილობრივი ქართული ბრენდია. არის კიდევ ასეთი ადგილობრივი ქსელები "ბილიონი” და "ბიომარტი”. სამივესთან მოხდა შეთანხმება და იმდენად სწრაფად გადავედით მომდევნო ეტაპზე, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი ერთი ადგილობრივი კომპანია, რომელიც დაახლოების 6-7 წელია ოპერირებს საქართველოში, ჩვენი წამოსვლისთვის "ნაზილბეს” და ბიომარტის” ქსელები უკვე მომარაგებული ჰქონდა”, - განაცხადა გოგა ციცქიშვილმა "რეზონანსთან” და ასევე აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მეწარმეები ხარჯს ვეღარ წვდებიან, რის გამოც წარმოების გაჩერება უწევთ.

"ადგილობრივი მეწარმე, რომელსაც მცირე ან საშუალო წარმოება აქვს, აწარმოებს უნიკალურ პროდუქტს, რასაც სთავაზობს სავაჭრო ქსელს. ის კი თავიდავნე ითხოვს დიდ გადასახადს მხოლოდ იმაში, რომ საქონელი შეიტანოს მარკეტში. ეს ფაქტიურად არის გაკოტრების ტოლფასი, ჩვეულებრივი ლიკვიდაციაა წარმოების. ამას შემდეგ ემატება რეტრობონუსები, ქეშბექები, მარკეტინგული აქტივობები და ა.შ. ეს ყველაფერი ადის ძალიან დიდ ხარჯზე და მეწარმეები ფიზიკურად ვეღარ ვწდებიან ამდენ გადასახადს. 

ხშირად ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტებიც, რომ მეწარმე ამ ყველაფერს ვერ ანგარიშობს, ან სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ აქვს, იწყებს პროდუქციის შეტანას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხარჯს ვეღარ წვდება და იძულებულია მარკეტიდან გამოვიდეს და თავის წარმოება საერთოდ შეწყვიტოს. ასეთი ფაქტების გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავმა ისეთი მეწარმემ, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა, საერთოდ გააუმქა წარმოება”, - თქვა "რეზონანსთან” გოგა ციცქიშვილმა და დასძინა, რომ მეწარმეობაშიც პრობლემებია და მეწარმეები ვერ ახერხებენ მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრონველყოფას. 

"მთელი რიგი პრობლემებია და საქმე ისე არაა, რომ ყველაფერი მხოლოდ ქსელებს დაბრალდეთ. ისინიც დაძაბულნი არიან. როცა მიდის მეწარმე, პროდუქტი რაც არ უნდა მოეწონოთ, ყოყმანობენ, მიიღონ თუ არა და გაუშვან თუ არა რეალიზაციაში. როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ქსელების მხრიდან არგუმენტი იყო, რომ რამდენჯერმე შეემთხვათ პრობლემა, მიიღეს პროდუქცია, თუმცა შემდეგ თავად მეწარმემ ვერ შეძლო უწყვეტი ჯაჭვის დატრიალება”, - განუცხადა "რეზონანსს” ციცქიშვილმა და სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა. 

"ჩვენ უშუალო მედიატორის ფუნქცია გვაქვს და ჩვენი ორგანიაზაცია ამას აბსოლუტურად უსასყიდლოდ აკეთებს. არ მინდა ვინმემე იფიქროს, რომ ამ საქმეში რაიმე თანხას ვიღებთ, რადგან შესაძლოა, ვინმემ ჩვენთან მომართვის სურვილი ჰქონდეს და ჩათვალოს, რომ რაიმე მომსახურების თანხას ვიღებთ. ასე ნამდვილად არ არის. 

ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს უწყებები და სააგენტოები ითანამშრომლებენ იმ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, ვისაც უშუალო შეხება აქვს მეწარმეობასთან. 

ჩვენ, მეწარმეთა კავშირს, არ გვაქვს იმხელა პრიორიტეტი და პრივილეგია, რამხელაც სახელმწიფოს რომელიმე ორგანოს, ამიტომ შევთავაზეთ, რომ სამედიატორო ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით, ერთი ადამიანი ჩაესვათ ან "აწარმოე საქართველოდან”, ან ეკონომიკის სამინიტროს დეპარტამენტიდან, რადგან, მარტივი ენით რომ ვთქვა, უფრო მეტი წონა რომ გვქონოდა ქსელურ სავაჭრო ცენტრებთან სასაუბროთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს ვერ მოხერხდა”, - დასძინა გოგა ციცქიშვილმა. 

ქსელური სუპერმარკეტები არათუ გადასახადებს აწესებენ, არამედ ქართველ მეწარმეებს პროდუქციის განთავებაზე უარსაც კი ეუბნებიან. ასეთი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა მწნილების კომპანია შპს "სამეფო მწნილი” და როგორც მისმა დამფუძნებელმა ჯონდო ცერცვაძემ აღნიშნა, მიზეზი დაბალი ცნობადობა იყო.

"საქმიანობა ახალი დაწყებული მქონდა და მივმართე სხვადასხვა ქსელურ ობიექტებს მაღაზიაში შესვლასთან დაკავშირებით. ყველამ უარი განმიცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი თანხაც გადამეხადა. იმის გამო, რომ ცნობილი ბრენდი არ მქონდა ყველა უარს მეუბნეოდა. 

ამის გამო მე მათ საერთოდ შევეშვი და დღეს ჩემი პროდუქცია იყიდება ინტერნეტით. გარდა ამისა, კერძო ობიექტებზე ვმუშაობ, ისიც მხოლოდ იმ პირობით, თუკი თანხას მაშინვე გადაიხდიან, პროდუქციის მიტანის პარალელურად. ოდნავადაც აღარ ვარ დაინტერესებული ქსელურ მარკეტებში შესვლით. სულ მალე მე თვითონ გავხსნი ჩემს მაღაზიას თბილისში და კურიერიც მეყოლება. ორიენტირებული და გადართული ვარ სახლში მიტანის სერვისზე, რაც ძალიან კარგად ერგება ისეთ ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია მარკეტში სიარული. 

სავაჭრო ქსელების უარმა გამოსავალი მაპოვნინა და უფრო კარგი გზა დამანახა. ადგილზე მიტანა უფრო ხელსაყრელია ჩემი პრდოქტისთვის, ვიდრე ის, რომ დახლზე იყოს განთავსებული და 1-2-მა ადამიანმა იყიდოს”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯონდო ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე