რეზონანსი
(09.10.2025)

ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე თავად გაუპატიურების მცდელობა,  - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი X-ზე წერს. 

მასკი ამ შეფასებით ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ ლოიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ეპინგში სამი მომიტინგე დააკავეს და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო, არალეგალ მიგრანტს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა - 12 თვით პატიმრობა. 

"ეპინგის სამი მომიტინგე დააპატიმრეს - მათ უფრო ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე იმ მიგრანტს, რომელმაც ქალაქში არეულობა 14 წლის გოგონაზე თავდასხმით გამოიწვია.

მარტინ პიგრამი, დინ სმიტი და სტიუარტ უილიამი ორ-ორწლიან პატიმრობას მოიხდიან.

არალეგალ მიგრანტ ჰადუშ კებატუს მხოლოდ 12 თვე მიესაჯა", - წერს პიტერ ლოიდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე