რეზონანსი
(09.10.2025)

ევროკომისიამ 2026-2030 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია დაამტკიცა.  როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრატეგია სამ ძირითად საკითხს შეეხება.

"დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი ახალი ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის.

სტრატეგია სამ ძირითად სფეროზეა ფოკუსირებული:

ლგბტქ+ ადამიანების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან;

ლგბტქ+ ადამიანების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრება და თანაბარი უფლებებით სარგებლობა ცხოვრების ყველა სფეროში;

მთელი საზოგადოების ჩართულობა თანასწორობის ერთობლივი ხელშეწყობის საქმეში;

რადგან თანასწორობა და თავისუფლება ჩვენი არსების ბირთვია.

ერთად შეგვიძლია ევროპა ვაქციოთ ადგილად, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად, უსაფრთხოდ და ამაყად იცხოვროს, შეიყვაროს და აყვავდეს", - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე