„ერთი შვილი დარჩა, რომელსაც წლები ელოდა...“ - რას წერენ ტყეში სოკოს საკრეფად წასულ ახალგაზრდა კაცზე?
რეზონანსი
(09.10.2025)
ტრაგედია დატრიალდა თერჯოლაში. სოფელ ჭოგნარში კრაზანას ნაკბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, 48 წლის კაცი ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც კრაზანამ უკბინა. მას ნაკბენის გამო მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ზაზა ბერგაძეა.
„ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ახლა გავიგე და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. 48 წლის იყო ზაზა. ცოლი და ერთი შვილი დარჩა. შვილს წლები ელოდა“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე