რეზონანსი
(09.10.2025)
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 70 წლამდე კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მას საცხოვრებელ სახლში ესროლეს. კაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" იუწყება, დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში გადაიყვანა. მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
კონფლიქტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე