რეზონანსი
(09.10.2025)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 21 წლის სტუდენტი ნ.მ. გარდაცვლილი იპოვეს

თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახლობლებმა მას საცხოვრებელი სახლის სათავსოში მიაკვლიეს.

რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

პერიმეტრი სამართალდამცავებმა დაათვალიერეს და შესაბამისი მტკიცებულებები ამოიღეს.

“დედა სკოლის დირექტორად მუშაობს, მამა მძღოლია, მატერიალურად არ უჭირდათ, რამ აიძულა არ ვიცით", - ამბობენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე