რეზონანსი
(08.10.2025)

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა.

„9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე