ნატალია ჯვარიძე
(07.10.2025)

4 ოქტომბრის ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ოპოზიციაში ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს. სოციალურ ქსელში ჩაშლილი რევოლუციის ხელშეწყობაში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სამოქალაქო აქტივისტს დაუპირისპირდა და პროტესტის მონაწილეებისთვის ჩარიცხული თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.

ჟორჟოლიანი ფეისბუქზე აქტივისტ ნანა სანდერს ემიგრანტების მიერ შეგროვებული თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის საჭირო ინვენტარი უნდა შეძენილიყო.

„რამდენიმე თემას გავაერთიანებ ერთ სტატუსში.

1. ნანუ ნანა სანდერ, სად არის ემიგრანტების შეგროვებული ფული რითიც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა გეყიდა?

2. მურთაზს, ვთხოვ დაასახელოს დონორი.

და მთავარი, გვახსოვდეს რომ თბილისს ჰყავს მერი, რომელიც მხოლოდ 20% მა აირჩია", - წერს ჟორჟოლიანი.

ნანა სანდერი მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და ერთ-ერთი პატიმრის მშობელთან საუბრის ჩანაწერს ავრცელებს:

„(ნანუკა ჟორჟოლიანი) ახლა რაღას იტყვი, მატყუარა ქალო? ხომ იტყუებოდი კომენტარებშიც. ფულის გარდა, თეოს და ვიღაცეებს ვბლოკავდი, რომელთაც აქვთ თურმე მტკიცებულებები. აგერ ეს ქალი თავად უარყოფს ფულზე შენს მტკიცებით ფორმაში დაწერილ კომენტარებს.

„შენ და სხვა ნაცებმაც პოლიტპატრების მშობლებს უთხარით, რომ მე დავაზიანე თითქოს პროცესი, რა გავიტანე დროშები ჩქარა-დან, რა ინფორმაცია 110-კაციანი ჯგუფიდან, რას ატყუებთ ამ მშობლებს? თქვენს და თქვენიანების გაწირულ ბრძოლას, გაწირულ პოლიტპატრებსაც (ამ ბრძოლის მოგებაზე იყო დამოკიდებული მათი დახსნა) თქვენგან თავდაცვის საშუალებების გარეშე დატოვებულ ხალხსაც მე მტენით, ხელებს მაწმენდთ ბინძურად და არ გამოგივა ნანუკა არც შენც, არც ბინძურ კილაძეს, არც თქვენს ამოქოქილ ხალხს ეს.

პს. შემდეგ ვიდეოში იხილავთ ნანუკას მორიგი სიბინძურის გამოაშკარავებას სტუდენტებზე",- ამბობს ის.

ამასთან ნანა სანდერი წერს:

„ველოდებოდი ბოლომდე როდის აიხევდნენ სახეს კოლექტიური ელისო კილაძეები.

„გოუ ფანდ მიზე" ფონდი გამჭვირვალეა ლინკი დევს კომენტარებში და შეუძლია ნებისმიერს ნახვა რამდენი თანხა შემოვიდა მანდ - 2511 ევრო;

ჩემს ფეიფალზე შეგროვდა 827, 92 ევრო;

ჯამში 3338, 92 ევრო;

აქედან 1500 ევრო გადავურიცხეთ ჯგუფს რომელიც წინა რიგებში უნდა მდგარიყო და კი ვკითხე სად იყვნენ და 60-60 კაცი ჩავდიოდით ერთმანეთს ვენაცვლებოდით ათონელზეო (იხილეთ კომენტარებში გადარიცხვის სქრინი).

დარჩენილია 1837,92 ევრო ჯამში.

ამ თანხაშია ის 600 ევროც, რომელსაც 12 კაცის ეკიპირებისთვის ვაგროვებდით და იმ ჯგუფის ლიდერმა არ გამოგვართვა ბოლოს, თავისით მოაგვარეს.

ჩვენი ფონდით ეკიპირების თავად ყიდვას არ ვაპირებდით- მიზანი იყო, იმ ჯგუფებს ვისაც ვიცნობდით თავად შეეძინათ, რაც სჭირდებოდათ და მათთვის გადაგვერიცხა",- წერს სანდერი.

ნანა სანდერს თანხების გაფლანგვაში ჟურნალისტი, ელისო კილაძეც ბრალს სდებს.

„სინამდვილეში რუსია -ანა ლიპსკის სახელით აგროვებდა ფულს ნინა სანდერი.

ფულიც ბლომად მოხვეტა და დეზინფორმაციასაც ავრცელებდა ჩატებში ,რომ პოლიციელები გადმოვიდოდნენ აქციის მხარეს!

P.s.ახალი ჯგუფის შექმნას აპირებს-დიდგორი 3,არ გაბრიყვდეთ", - წერს კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე