ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მამისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ახლო ურთიერთობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
"ეს ბიჭი არის ჩემ სოფელში მეზობლის ნათესავი. ეს ყოფილა გუშინ პოლიციელი რომ დაჭრა. წელს, ბებო რომ გარდამეცვალა პანაშვიდზე ყოფნისას მოვიდა და მამაჩემს სთხოვა ფოტოს გადაღება და ახლა რაებს კადრულობენ" - წერს ირინა გაფრინდაშვილი გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად დაკავებული გაფრინდაშვილის თანამებრძოლია.
ცნობისთვის, 34 წლის მალხაზ გიგუაშვილი პოლიციის კაპიტნის ყელში დაჭრის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავეს. თავდამსხმელი შემთხვევის დროს ის „ფეისბუქ-ლაივში“ იმყოფებოდა და დაპირისპირების ამსახველი კადრების დაფიქსირება შეძლო. როგორც გიგუაშვილი თავის სხვა ვიდეოებში აცხადებს, ის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე