რეზონანსი
(07.10.2025)

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.

შეხვედრის თემა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იქნება.

აკრედიტებულ ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 11:00 საათზე შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე