რეზონანსი
(06.10.2025)

ლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს, მათ შორის ღაზის სექტორში ვითარების ნორმალიზების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე