რეზონანსი
(06.10.2025)

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში. ძლი­ერ აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა 21 წლის გო­გო­ნა. შემ­თხვე­ვა 23 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. აფეთ­ქე­ბა გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და მა­რი­ამ ლო­ქა­ბი­ძე. გო­გო­ნას სხე­უ­ლის 48% დამ­წვა­რი ჰქონ­და და ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. 21 წლის ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­რი­ა­მი სახ­ლში, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ქი­რით ცხოვ­რობ­და. წყვი­ლი ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. მა­რი­ა­მი აგა­რი­დან იყო, აგა­რე­ლია მისი მე­უღ­ლეც.

"შარ­შან შექ­მნა ლა­მა­ზი ოჯა­ხი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. მა­რი­ა­მი და მისი მე­უღ­ლე თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში იყ­ვნენ. ლოტ­კინ­ზე, სა­დაც ეს ტრა­გე­დია, მოხ­და, ის ბინა ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. მუ­შა­ობ­დნენ, რო­გორც ვიცი, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მა­რი­ა­მი სახ­ლში მარ­ტო ყო­ფი­ლა, შუქი აუნ­თია ოთახ­ში და მა­შინ აფეთ­ქდა ბი­ნა­ში გაზი. მერე მოხ­და აფეთ­ქე­ბა და გან­წი­რუ­ლი ხმით უყ­ვი­რია მა­რი­ამს მიშ­ვე­ლე­თო...

სამ­წუ­ხა­როდ ეს ლა­მა­ზი გო­გო­ნა დღეს და­ი­ღუ­პა. არა­და რო­გო­რი იმე­დი გვქონ­და ყვე­ლას, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და.  რო­გორც ვიცი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და კი­დევ სჭირ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია.

რო­გორც გა­ვი­გე ამ ტრა­გე­დი­ამ­დე მე­ზობ­ლე­ბი იძახ­დნენ თურ­მე გა­ზის სუ­ნი­აო და გა­მო­ი­ძა­ხეს კი­დეც სამ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი წა­სუ­ლან, არა­ფე­რი­აო და მერე მოხ­და ეს ტრა­გე­დია. 21 წლის იყო ლა­მა­ზი მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც არ ჰყავს დღეს ოჯახს", - განუცხადა "ამბებს" ოჯახის ახლობელმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე