რეზონანსი
(05.10.2025)

გუშინდელ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გაყალბებული ადგილობრივი არჩევნებისა და რუსული მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული, 80-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ეს იყო თბილისის ფაქტობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10%.

„ეს იყო თბილისის ფაქტობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10%. პარიზში ეს მაჩვენებელი მილიონ-ნახევარი იქნებოდა, ლონდონში კი - 1.3 მილიონი. 310 დღის შემდეგ!"- წერს ზურაბიშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე